logo
ENG



პაპუაშვილი: 2-ვე დღეს სამართალდამცავი ორგანოები პროფესიონალურად და ტაქტიკურად მოქმედებდნენ

11 მარ 202322:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/11/mm2cdmp6t0u3zt4.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, საპროტესტო აქციების ორივე დღეს, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბიეს, "პროფესიონაურად და ტაქტიკურად მოქმედებდნენ". 

როგორც პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, სპეციალური საშუალებები [წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი, წიწაკის სპრეი] იმისთის არსებობს, რომ მათი გამოყენების შემთხვევაში მოქალაქეებმა "ნაკლები ზიანი" მიიღონ. 

"თავად სპეციალური დანაყოფების განსასაზღვრია [როგორი ძალა გამოიყენონ] პარლამენტი ამაში ვერ ჩაერევა. ჩვენ ამის კომპეტენცია არც გვაქვს, თუმცა ჩვენ ვნახეთ, როგორც მოქალაქეებმა, მათ შორის იმ გამოცდილებით, რომელიც საქართველოს აქვს ამ მხრივ, თუ რამდენად პროფესიონალურად მოქმედებდნენ ორივე დღეს სამართალდამცავი ორგანოები და ვნახეთ რომ სტრატეგიულად, ტაქტიკურადაც ძალიან პროფესიონალურად იყო წარმართული ეს. რადგან გამოყენებული იყო, ესე იგი შესაძლებელი არ იყო [ამის არგამოყენება]. საჭირო გახდა გარკვეულ შემთხვევებში გარკვეული კერების დაშლა და ეს კარგიც არის. როცა ვსაუბრობთ გარკვეულ, სპეციალურ საშუალებებზე (წყლის ჭავლი და ა.შ.). იმიტომაც არის, რომ აქციის მონაწილეებს ნაკლები ზიანი მიაყენონ", - თქვა პაპუაშვილმა. 

რუსთაველის გამზირზე 7-9 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართებოდა. 7-9 მარტს ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება რომ მშვიდობიანი დემონსტრნტები წყლის ჭავლით და სხვა სპეციალური საშუალებებით დაერბია, რა დროსაც ათობით ადმიანი დაშავდა, თუმცა დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. მოგვიაებით გაირკვა, რომ 7 მარტის დარბევისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალი დაკარგა. 10 მარტს შინაგნ საქმეთა სამინიტრომ მხოლოდ დაშავებული თანამშრომლების სტატიტიკა გამოაქვეყნა - უწყებაში ამბობენ, რომ დაშავდა შსს-ს 58 წარმომადგენელი. 

 


close დახურვა