logo
ENG



ხანძარი ბათუმში - ცეცხლი რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ეკიდა

13 მარ 202316:58
3 წუთის საკითხავი
clock 865

ბათუმში ხანძარია - ვაჟა-ფშაველას და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაზე ცეცხლი რამდენიმე სახლს უკიდია.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზარალებული კი 15-მდე ოჯახია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება და გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილას. 

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები. ამ დროისთვის ხანძრის გამოვწვევი მიზეზი უცნობია. 


close დახურვა