logo
ENG



"არა რუსეთს!" - თსუ-ის სტუდენტები პრორუს ლექტორს, ელიზბარ ელიზბარაშვილს პროტესტით დახვდნენ

13 მარ 202317:10
3 წუთის საკითხავი
clock 3188

"არა რუსეთს!" - ამ შეძახილებით დახვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორს, ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომელიც ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევა. ის პრორუსული ალტ-ინფოს ხშირი სტუმარია.

მას შემდეგ, რაც სტუდენტები ელიზბარაშვილს აუდიტორიასთან დახვდნენ და სკანდირებდნენ: "რუსო"-ს, ელიზბარაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებლად მიმართავს შესაბამის ორგანოებს და სტუდენტებს ისინი გასცემენ პასუხს.

როგორც სტუდენტები ამბობენ, ელიზბარ ელიზბარაშვილი ლექციების დროს ცდილობს, გაატაროს კრემლის პროპაგანდა. მათი თქმით, პრორუსული განწყობებისა და განცხადებების ავტორმა ლექტორებმა დისკომფორტი უნდა იგრძნონ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ ამის საშუალებას არ მისცემენ და მოუწოდებენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება და ლექტორები, რომლებსაც აქვთ ანტიდასავლური და პრორუსული მიზნებით, გაათავისუფლონ საუნივერსიტეტო სივრციდან.

"ელიზბარ ელისბარაშვილი არის ადამიანი, რომელიც სტუდენტებს ემუქრება, ადამიანი, რომელიც არის ალტ ინფოს აქტიური მხარდამჭერი და ხშირი სტუმარი, ატარებს აშკარა პრორუსულ ნარატივებს, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არც ერთ უნივერსიტეტში არ უნდა ჟღერდებოდეს, რადგან ეს არის დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ უნივერსიტეტის კედლებში", - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი. 


close დახურვა