არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლადაც საჭიროა მთავრობაზე ზეწოლა. ჩემი აზრით, ნიკა გვარამია აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის დამახასიათებელ ყველა კრიტერიუმს. ის აკრიტიკებდა მმართველ პარტიას და მიიღო მკაცრი სასჯელი. 3,5-წლიანი პატიმრობა ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ როდესაც აპატიმრებ ჟურნალისტს ან პრეზიდენტს, ჩვეულებრივი სიტუაცია არ არის.
