logo
ENG



12 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება

17 მარ 202312:21
3 წუთის საკითხავი
clock 4235
ფოტო: ფორმულა

12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. მოზარდის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც მისი გარდაცვალების მიზეზი უნდა დადგინდეს.

როგორც ბაბუა მანუჩარ დვალი ამბობს, მოზარდს ყელთან დაზიანება ჰქონდა. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტები სხვადასხვა, ურთერთგამომრიცხავ ვერსიებს განიხილავდნენ, მათ შორის მოწამვლას.

"ჩემი დის შვილიშვილია. დავიღუპეთ, გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო. აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ...

დაზიანება ყელთან ჰქონდა. ცოტა ჩალურჯებაო. გახეული ჰქონია კაბა თუ კოლჰოტი - არ ვიცი. და პირში დუჟი ჰქონდა. ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია. იქიდან უნდა გადმოასვენონ. ვნახოთ ექსპერტ-კრიმინალისტები რას იტყვიან. მოდი წარმოვიდგინოთ ბავშვი, რომელიც მთელი ცხოვრება დადიოდა, სეირნობდა და ჯანმრთელი იყო სრულიად, გაგვიგუდეს ბუჩქებში. რა ვიფიქრო. ჯერ თბილი იყო, სასწრაფო ცდილობდა მის გადარჩენას, თუმცა ვერ შეძლეს?!", - ამბობს დვალი.

მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახი ბავშვს საღამოს 21:00 საათიდან ეძებდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა ინფორმაციას უწყება ჯერ არ ავრცელებს. 

გუშინ, გვიან ღამით, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე, საღამოს სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე მოზარდი დაიკარგა.

 


close დახურვა