logo
ENG



სააკაშვილი: ვიზიარებ მარგველაშვილის პოზიციას, აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო

17 მარ 202317:53
3 წუთის საკითხავი
clock 383
სააკაშვილი: ვიზიარებ მარგველაშვილის პოზიციას, აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იზიარებს გიორგი მარგველაშვილის პოზიციას და ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს შექმნა აუცილებელია. როგორც სააკაშვილის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საჭიროა დიალოგი, მოსმენა და ურთიერთშეთანხმება.

"ევროპარლამენტში უნდათ რაც შეიძლება სწრაფად იხილონ ახალი ქართული პატრიოტული პარლამენტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით. ამიტომ, მოწინააღმდეგეზე უფრო ორგანიზებული, მოქნილი უნდა ვიყოთ და ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ინიციატივა.

ვინაიდან არ ვგეგმავ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ვფლობ ზუსტ რეცეპტს, მაგრამ ახლა პოლიტიკური მიმოხილვების დრო ნამდვილად არაა - ყველა მუდმივად უნდა ვეძებდეთ გამოსავალს და იმაზე მალე ვიპოვით, ვიდრე გვგონია. აუცილებლად გვჭირდება საკოორდინაციო საბჭო", - წერს სააკაშვილი.

მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც  ოპოზიციას მისცემს ერთიანი მესიჯით გამოსვლის შესაძლებლობას.  მისივე თქმით, ასეთი საბჭო ერთიან საარჩევნო სიას არ გულისხმობს.


close დახურვა