logo
ENG



პარიზში საპენსიო რეფორმა კვლავ გააპროტესტეს - იყო შეტაკებები პოლიციასთან

18 მარ 202313:09
3 წუთის საკითხავი
clock 492
2023/03/18/or6qd9200rtc6pk.jpeg

პარიზის ქუჩებში მოქალაქეებმა კვლავ გააპროტესტეს საპენსიო რეფორმა, რასაც პოლიციასთან შეტაკებებიც მოყვა. მოქალაქეები სკანდირებდნენ "მაკრონ, გადადექი".

ათასობით დემონსტრანტმა კოცონი დაანთო, პოლიცია კი დასაშლელად ცრემლმდენ გაზს იყენებდა. დაკავებულია ათობით ადამიანი. საპროტესტო აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, კერძოდ ბორდოში, ტულონსა და სტრასბურგში.

პარიზის ქუჩებში არეულობა მეორე დღეა გრძელდება. პროტესტი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ნაბიჯს უკავშირდება, რომელმაც საკამათო რეფორმით საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე აწევა გადაწყვიტა. იმის გამო, რომ მაკრონის პარტიას პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს, მან საკონსტიტუციო ჩანაწერის გამოყენება გადაწყვიტა, რომლითაც პარლამენტს გვერდს აუვლის და დეპუტატების ხმები საჭირო არ იქნება. ამის საპასუხოდ პარლამენტში ოპოზიციამ მთავრობის მიმართ უნდობლობის ვოტუმი დააფიქსირა.

პრემიერმინისტრმა ელიზაბეთ ბორნმა პარლამენტში განაცხადა, რომ რეფორმის გასატარებლად 49:3 მუხლს გამოიყენებდნენ. ასეთ დროს ასამბლეაში კენჭისყრა საჭირო არაა. როდესაც მან ამ პოზიციის შესახებ განაცხადა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მარსელიეზას სიმღერა დაიწყეს და დაიკავეს პლაკატები წარწერა "არა 64-ს".

ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა მარი ლე პენმა განაცხადა, რომ საპენსიო ცვლილებების გატანის მცდელობა "მთავრობის სრული ჩავარდნაა".

საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები საპენსიო სისტემაში აუცილებელია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და მისი ჩამოშლა თავიდან აიცილონ. თუ მოქალაქეების დიდი ნაწილი, მათ შორის პროფკავშირები ამას არ ეთანხმება. უკვე ორი თვეა საფრანგეთში პერიოდულად საპროტესტო აქციები და გაფიცვები იმართება.


close დახურვა