logo
ENG



პუტინი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა

18 მარ 202317:49
3 წუთის საკითხავი
clock 676
2023/03/18/21int6mfp7jkll7.jpg

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა "მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ობიექტის გახსნაში უნდა მიიღოს მონაწილეობა".

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პუტინი ოკუპირებულ სევასტოპოლში "კორსუნის" სამხატვრო სკოლისა და საბავშვო ცენტრის შესამოწმებლად ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, პუტინის ყირიმში ჩასვლა, სავარაუდოდ, ნახევარკუნძულის ანექსიის წლისთავს უკავშირდება.

რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია 2014 წლის თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში მოახდინა. 16 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა ნახევარკუნძულის რუსეთისთვის მიერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმი ჩაატარეს. 18 მარტს, ფსევდორეფერენდუმის "კენჭისყრის" შედეგების საფუძველზე, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის მიტაცება დოკუმენტურად გააფორმა.

გუშინ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 


close დახურვა