logo
ENG



გზების დეპარტამენტი: ვერტყვიჭალასთან მთის ფერდობი ჩამოიშალა, რის გამოც გზა ჩაიკეტა

19 მარ 202311:55
3 წუთის საკითხავი
clock 569

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდობი ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა, რამაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა", - წერია განცხადებაში.

გზების დეპარტამენტის თქმით, ამ დროისათვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მოძრაობა გადართულია ვერტყვიჭალის კვანძის მიმართულებაზე. ამასთან, დეპარტამენტი აცხადებს, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება.


close დახურვა