logo
ENG



შსს: დავაკავეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც საიუველირო მაღაზია გაქურდა

20 მარ 202311:17
3 წუთის საკითხავი
clock 373
შსს: დავაკავეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც საიუველირო მაღაზია გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქურდობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზიიდან სხვადასხვა ძვირადღირებული სამკაული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა