გამოცემა Financial Times-ის ცნობით, მოსკოვში ვიზიტისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.
"ეს იქნება პირველი პირდაპირი კონტაქტი სი ძინპინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ", - წერს გამოცემა.
ჩინეთის ლიდერი რუსეთში დღეს ჩავიდა. სი ძინპინი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. რუსეთში ვიზიტის წინა დღეს, სი ძინპინმა უკრაინის ომსა და ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, შედგება თუ არა სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერს შორის.