logo
ENG



ღარიბაშვილი სახდეპის ანგარიშზე: ჩვენთვის არ არის საინტერესო

21 მარ 202311:24
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მათთვის საინტერესო არ არის.

ღარიბაშვილის მტკიცებით, "ანგარიში მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციებით".

"მე გავეცანი ძალიან მოკლედ ანგარიშს და ძირითად აქცენტებს, რაც გამოკვეთილია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიში ძირითადად ეყრდნობა იმ ინფორმაციებს, რომლებიც მიწოდებული იყო არაობიექტური, მიკერძოებული, სუბიექტური და უსამართლო დასკვნებზე, რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები [5 ივლისი, აფგან მუხთარლის საქმე] არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის მხოლოდ სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილი ცრუ, მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილი დასკვნები და ანგარიში, ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო. 10 წლის წინ და უფრო ადრეც, როცა მაგალითად ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედიათავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არც ერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა, მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც სამწუხაროა", - თქვა ღარიბაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოქვეყნა, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესებს, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, 5 ივლისს, აფგან მუხთარლის საქმეს.


close დახურვა