logo
ENG



კალაძე რუსეთთან უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირ ფრენებს მიესალმება

23 მარ 202313:29
3 წუთის საკითხავი
clock 616
კალაძე რუსეთთან უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირ ფრენებს მიესალმება

თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლას მიესალმება. როგორც მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რუსეთს "სანქცირებული ჰყავდა" ქვეყანა და ხალხი.

"თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ [უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენა], ეს მათი გადასაწყვეტია და მათ უნდა მიიღონ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ჩვენ მივესალმებით, თუნდაც პირდაპირ ფრენებს და თუნდაც უვიზო მიმოსვლას", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც რუსეთში გაიმართა და საქართველოსთან ურთიერთობას ეხებოდა, კალაძე ამბობს, რომ იქ ოფიციალური წარმოდგენილი არ იყო. თუმცა კითხვაზე, რა შეფასება აქვს მმართველ გუნდს აღნიშნულ ფორუმთან დაკავშირებით, კალაძემ თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა "სხვადასხვა ღონისძიება გამართოს".

რუსეთის დუმის დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. კალაშნიკოვი დუმაში დსთ-ს, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეა. დუმის დეპუტატმა ამის შესახებ ისაუბრა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ეხებოდა.


close დახურვა