logo
ENG



საგამოძიებო სამსახური: ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაში შსს-ს 3 თანამშრომელი ვამხილეთ

24 მარ 202308:46
3 წუთის საკითხავი
clock 594
საგამოძიებო სამსახური: ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაში შსს-ს 3 თანამშრომელი ვამხილეთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში, მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბათუმში მოქალაქის უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ძალადობის ჩადენის ფაქტზე, 8 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსმა დეტექტივმა . ა.-მ, ბათუმში, წერეთლის ქუჩა №4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქოსდა პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით, უკანონოდ დააკავა და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანა მოქალაქე .., რომელსაც ამავე განყოფილებაში, მისთვის სასურველი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ პოლიციის დეტექტივის დაკავების თაობაზე განჩინება გაიცა.

სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება) და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 17 იანვარს, დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი .., რომელმაც 2022 წლის მაისისა და ივნისის თვეებში, ზუგდიდში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს. ასევე, დაზარალებულს და ცოლის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პროკურატურამ სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ოჯახში ძალადობა) მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტითა და 11’-151-ე (მუქარა) მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარუდგინა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი .., რომელმაც 2022 წლის დეკემბერში, მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, სამართალდამცავი დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და უკანონოდ უთვალთვალებდა, რაც ამ უკანასკნელის გადაადგილების კონტროლში გამოიხატებოდა. მითითებული ქმედებების შედეგად, დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი. პროკურატურამ, 20 მარტს აღნიშნულ პირს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა) პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის (ადევნება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალდება წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულს გირაო 5000 ლარის ოდენობით შეეფარდა და მოხდა მისი თანამდებობიდან გადაყენება.


close დახურვა