logo
ENG



ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იქნება

24 მარ 202320:33
3 წუთის საკითხავი
clock 927

ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე იქნება. აღნიშნულ თანამდებობას ბადრი ჯაფარიძე იკავებდა. ახლა ის პოლიტსაბჭოს თავმდჯომარის პოსტს დაიკავებს. 

როგორც პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ლელოს პრინციპია ახალგაზრდების წინ წამოწევა და სწორედ ამ გადაწყვეტილებას ეხმიანება კუპრაძის დანიშვნა.

"მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობა დამაკისრა. მაგრამ ეს არ არის ერთ ადამიანზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, რადგან მე თქვენ წინაშე წარმოვადგენ არამხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ ახალგაზრდების იმ დიდ ჯგუფს, რომელიც არის ლელოში", - განაცხადა კუპრაძემ. 


close დახურვა