logo
ENG



ზურაბიშვილი: არავის აურჩევია ხელისუფლება, რომ შანსი გავუშვათ ხელიდან, უნდა მოვიდნენ აზრზე

24 მარ 202321:19
3 წუთის საკითხავი
clock 444
ზურაბიშვილი: არავის აურჩევია ხელისუფლება, რომ შანსი გავუშვათ ხელიდან, უნდა მოვიდნენ აზრზე
ვახო ქარელი/ფორმულა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება "აზრზე უნდა მოვიდეს" და კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ამის შესახებ პრეზიდენტმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"როცა დაიწყო სააკაშვილის პერიოდში სვლა ავტორიტარიზმისკენ, დავდექი მის წინააღმდეგ. აქ როცა იწყება იგივე ტენდენციები, აქაც ვიტყვი, რაც არის საჭირო. მგონი ძალიან ცუდია განაცხადი, როცა სხვებს ეძახი, სატანისტები, მოღალატეები და ა.შ. ამით ქვეყანა ვერ აშენდება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას მნიშვნელოვან პერიოდში. გვეძლევა მნიშვნელოვანი შანს, ამის გაშვების უფლება არავის აქვს. არავის აურჩევია ხელისუფლება იმისათვის, რომ ჩვენ გავუშვათ ხელიდან ეს შანსი. მე მგონია, რომ უნდა მოვიდნენ აზრზე. ჯერჯერობით არ არიან. იმედს არასდროს ვკარგავ", - თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა