logo
ENG



ზურაბიშვილი: ნორმალური კომუნიკაცია მაქვს ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა...

24 მარ 202321:51
3 წუთის საკითხავი
clock 692
2023/03/24/1mk8bw0p9jjwpke.jpg

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრემიერმინისტრთან "ნორმალური კომუნიკაცია" არ აქვს. როგორც მან TV პირველის ეთერში განაცხადა, საჭიროა სხვა ტიპის კომუნიკაცია, სადაც განიხილავენ საკითხებს და არგუმენტებს გაცვლიან.

"ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა... [...] მთავართან... პრემიერმინისტრთან... არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ აყოს ნორმალური, გაწონასწორებული ფუნქციონირება ინსტიტუტებს შორის. დემოკრატია არის, ერთი მხრივ, ხალხის ნება და, მეორე მხრივ, ინსტიტუტების პატივისცემა და რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობები. ღონისძიებაზე როგორც არა [ვხვდები პრემიერმინისტრს] და სრულიად ზრდილობიანად და ყველანაირად. საჭიროა სხვა ტიპის ურთიერთობა, ამის თქმა მინდა, საჭიროა რომ საკითხები იყოს განხილული, პასუხი იყოს ზოგ კითხვებზე, შესაძლებლობა იყოს არგუმენტების გაცვლა მოხდეს", - თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა