logo
ENG



ერდოღანი: პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთს ეწვიოს

30 მარ 202309:47
3 წუთის საკითხავი
clock 550
2023/03/30/zncyts7v098pviw.png
ფოტო: Reuters

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, შესაძლოა, 27 აპრილს თურქეთს ეწვიოს.

ღონისძიება, რომელსაც შესაძლოა რუსეთს ლიდერი დაესწროს, როსატომის მიერ აშენებული პირველი  თურქული ატომური ელექტროსადგურის გახსნას ეძღვნება.

ერდოღანის თქმით, პუტინი, ღონისძიებას ან პირადად ან ონლაინ რეჟიმში დაესწროს. მას თურქეთში დაპატიმრების საფრთხე არ ემუქრება, რადგან ქვეყანას არ მოუხდენია რომის სტატუტის რატიფიცირება და არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. 

17 მარტს ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის, ასევე რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის დაკავების ორდერი გასცა. კრემლის პასუხი ერდოღანის ამ განცხადებაზე ჯერ არ ყოფილა.


close დახურვა