logo
ENG



კეზერაშვილი ენმ-ზე: გადაწყვეტილებებს არ ვიღებ, არაფერში ჩავრეულვარ, არც არაფერი მომითხოვია

02 აპრ 202323:55
3 წუთის საკითხავი
clock 779
2023/04/03/d0fmaqfogbs13jy.png

ყველაფერი დაიწყო ნიკას [მელია] იმ ცნობილი გამოსვლოთ 2017 წელს, როდესაც მე დამადანაშაულა, კრიმინალი მიწოდა და ის სიტყვები იხმარა, რაც იხმარა. მე ნიკას არ ვიცნობდი, არ მქონია არანაირი ურთიერთობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ის გახდა თავმჯდომარე პარტიის. მას შემდეგ, რაც ის დააკავეს და გამოვიდა ციხიდან, დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომელმაც თქვა, რომ არსებობდა სურვილი შეხვედრის - ორგანიზება, რომ მომხდარიყო ჩემსა და ნიკას შორის. შეხვედრა შედგა, მე, რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. მე არ დავდივარ საქართველოში, არ ვურეკავ ადამიანებს და არ ვთხოვ შეხვედრებს, არ ვთხოვ, რომ გინდა თუ არა უნდა მოგეხმაროთ, რამე ხო არ გჭირდებათ, ეს არ არის ჩემი ინტერესი, ამით არ ვარ დაკავებული. მე ასე ვიცი, რომ ეს თხოვნა მოდიოდა იქითა მხრიდან, იმიტომ რომ უნდა ჩატარებულიყო არჩევნები და გარკვეული დახმარება იყო საჭირო სხვადასხვა მიმართულებით პარტიის. არანაირი ინტერესი არ მქონდა სხვაგვარად ამ შეხვედრის ორგანიზების. შეხვედრა შედგა, მოვილაპარაკეთ, მე გავიგე რა იყო საჭირო, რაღაცებზე შევთანხმდი, რომ შევძლებდი ეს გამაკეთებინა და ამის შემდეგ ურთიერთობები მიდიოდა ნორმალურად, ჩატარდა არჩევნები, ჩამოვიდა მიშა, გარკვეული მოვლენები განვითარდა საქართველოში.

ყველაფერი იყო ნორმალურად - შარშან ზაფხულამდე, როდესაც არ ვიცი რატომღაც ჩაითვალა, რომ მე დავიწყე ხელის შეშლა მისთვის [ნიკა მელია] პარტიაში თავისი საქმის კეთებაში. ეგრე არაფერი ყოფილა, მე არაფერში ჩავრეულვარ, არც არაფერი მომითხოვია, არც არავის მოყვანა, გაშვება, სიაში ჩაწერა, ეს ყველაფერი არის ან მისი ინტერპრეტაციები... მათ შორის ნაყოფიას ნაწილში, ნაყოფია ენმ-ის წევრია ბევრი წელია, მანაც ილაპარაკა და მივცემ თავს უფლებას ვთქვა, ჩვენ არ გვქონდა მეგობრული ურთიერთობები, მაგრამ ის რომ მე მომეთხოვა ვინმეს გაშვება ან მოყვანა, მე არანაირი ფუნქცია, როლი მაგ პარტიაში არ მაქვს, მაგ პარტიას ჰყავს დამფუძნებელი - სააკაშვილი და ჰყავდა ხელმძღვანელობა, რომელიც ჰყავდა. მე იმ ვერტიკალში არ ვარ, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებებს ან ზემოქმედებას ახდენს. ის რაღაცაზე გაბრაზდა და შემდეგ მე ვიხილე უკვე ეთერით, რომ მან გამოაცხადა რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა და არ ექნება ურთიერთობა. არ ექნება და არ ექნება, არ არის პრობლემა, არავის დავსდევ და არ ვეხვეწები ჩემთან ურთიერთობას. შემდეგ მოხდა არჩევნები, მან ასე ვთქვათ, წააგო ეს არჩევნები და ამით მორჩა პრინციპში ეს ისტორია. არ არის დასამალი, ახალ მენეჯმენტთან, ვმეგობრობ პეტოსთანაც [პეტრე ცისკარიშვილი], კიდევ ბევრი ადამიანია, რომელთან ერთადაც მოვდივართ 2003 წლიდან. თუ მათ ექნებათ რამე სურვილი და იქნება საჭირო, რომ მივეხმარო, მე დიდი სიამოვნებით მივეხმარები, იმიტომ რომ ჩემი ამოცანაა ვიყო ერთ-ერთი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში, რომელიც გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპისკენ გზაში ბრძოლაში.


close დახურვა