logo
ENG



რატომ არ შემოუშვეს საქართველოში ქომანსი?

07 აპრ 202320:20
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლება ცდილობს პროპაგანდისტული გზებით სანქციების მნიშვნელობა დაავიწროოს. ამ მიზნით ქართულმა ოცნებამ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ამერიკის კონკრეტული ერთი მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას დაუკავშირა. ეს ვერსია ჯერ სუს-ის უფროსს ათქმევინეს, შემდეგ კი რიტორიკაში გაშალეს. ამასთან, ხელისუფლება ამ პირის - მარშალ ქომანსის გაშავებაზეც მუშაობს.

ხელისუფლებას დღეს ელჩმა გასაგებად აუხსნა, რომ არანაირი კავშირის ქომანსის შემთხვევასა და სანქციებს შორის არ არსებობს. სანქციები დაწესებულია იმ მიზეზების გამო, რომელიც სახელმწიფო მდივნის ტექსტშია მითითებული. მეორე მხრივ, ქართული ოცნება ცდილობს, თავად ევრაზიის საკითხებში სპეციალისტის, მარშალ ქომანსის საკითხი მარტის აქციებს მიაბას.


close დახურვა