logo
ENG



აღდგომის ღამეს რუსების თავდასხმას უკრაინაში ორი მოზარდი ემსხვერპლა

16 აპრ 202310:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/16/xg3glpfydr5fg2q.jpeg

16 აპრილის ღამეს ოკუპანტების თავდასხმას უკრაინაში ორი მოზარდი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ავრცელებს.

მისი განცხადებით, 02:20 საათზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს მიკოლაევის ოლქში, კერძოდ, სნიჰურივკას დასახლებაში, რის შედეგადაც ორი 18 წლის მოზარდი დაიღუპა.

კიმის ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საგანმანათლებლო დაწესებულება და კერძო საწარმო.

ამასთან, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 500-ზე მეტი რუსი სამხედრო, ერთი ვერტმფრენი და 4 ტანკი გაანადგურეს.


close დახურვა