logo
ENG



საგარეო: თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა სუდანში მყოფ მოქალაქეებთან

17 აპრ 202313:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/17/4d5oflq0ghlxwjf.jpg

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.

"თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით", - განუცხადეს ფორმულას საგარეო უწყებაში.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მებრძოლებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 1 000-ზე მეტი.

შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.


close დახურვა