logo
ENG



IRI: ჯამში 45% ამბობს, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკა პრორუსული ან მეტწილად პრორუსულია

25 აპრ 202313:04
3 წუთის საკითხავი
 
IRI: ჯამში 45% ამბობს, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკა პრორუსული ან მეტწილად პრორუსულია
ფოტო: ვახო ქარელი

IRI-ს კვლევის თანახმად მოსახლეობის 25% მიიჩნევს, რომ მთავრობის პოლიტიკა პრორუსულია. ამასთან, 21% აღნიშნავს, რომ უფრო მეტად პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური. 17% აღნიშნავს, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლურია, ასევე, 17% ამბობს, რომ უფრო პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული. 

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.


close დახურვა