logo
ENG



2022 წელს ემიგრანტების რიცხვი 25.3%-ით, იმიგრანტების რიცხვი კი 142.9% გაიზარდა - საქსტატი

27 აპრ 202314:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/27/6k5gfs5nkza3sof.jpg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.


close დახურვა