logo
ENG



საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს

27 აპრ 202319:32
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ცნობით, ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს.

ზურაბიშვილის თქმით, მან ოფიციალური წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან, რობერტა მეცოლასგან დღეს მიიღო.

"ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო” - წერს ზურაბიშვილი.

13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 18 აპრილს სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც მას ევროპარლამენტისთვის სიტყვით უნდა მიემართა, გადაიდო.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში ვიზიტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს დააანონსა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განმარტა, რომ ვიზიტის გადადების მიზეზი "მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი" იყო. 

 
 

close დახურვა