logo
ENG



8 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტის წყარო უცნობია - ეზუგბაია

18 ივლ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 
evlqbrl2bsvg4pp.jpg

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც ეზუგბაია ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი პაციენტების ნაწილს შეხება ჰქონდა ინფიცირებულ პირებთან, ხოლო ნაწილის შემთხვევაში ვირუსი იმპორტირებულია. 

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისინი სტაბილურად არიან და დაავადების პროგრესირება არ ფიქსირდება. 

"ქვეყანაში გუშინ 1010 დადასტურებული შემთხვევა იყო და დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა. კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული რიცხვი არის 87.9%. დღევანდელი მონაცემებით ცენტრებში 146 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 8 ახალი პაციენტიდან 3 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირი, 3 არის იმპორტირებული, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და 2 პაციენტის წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. ეპიდემიოლოგიური კვლევა გაგრძელდება. 

რაც შეეხება ჩვენს კლინიკას, 19 კოვიდინფიცირებული გვყავს. პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. არც ერთთან არ შეინიშნება დამძიმება", - განაცხადა ეზუგბაიამ


close დახურვა