logo
ENG



გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დაცვის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

06 მაი 202322:45
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროცესი დიდი ხნის განმავლობაში არ იწყებოდა.

დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ბრალდების მხარე პატიმრობას. პროკურატურა შუამდგომლობას მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების მოტივით ხსნიდა.

პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. კახა კამლაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

4  მაისს, საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა ორი კი დაიჭრა. დაღუპული თავად თავდამსხმელი საბა გახოკიაა, ხოლო დაშავებულებს შორის ბიზნესმენი გივი, იგივე გიჩო მარგველაშვილი და ტურისტი არიან, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავა. კერძოდ, დაჭრილი გივი მარგველაშვილის დაცვა, რომელმაც საპასუხო ცეცხლის დროს თავდამსხმელი მოკლა, დაცვის პოლიციის ვიცეპოლკოვნიკია.

 

 

 

 


close დახურვა