CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2023 წლის მარტის მონაცემებით გამოკითხული მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
- 43%- "ქართული ოცნება" საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად, რადგან ეს მათი ძალაუფლების შემცირებას ნიშნავს
- 25%- "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნები (იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს)
- 11%- არცერთს არ ვეთანხმები
- 20%- არ ვიცი/უარი პასუხზე
კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. Zinc Network, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის გაზრდა და საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაა. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს განახორციელა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.