logo
ENG



ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს

08 მაი 202322:39
3 წუთის საკითხავი
clock 550
2023/05/08/ou98axtgfe3keu6.png

ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით.

სამართალდარღვევა 1 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

კაცი, რომელმაც დროშა ჩამოხია, ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს წევრია. მან ჩამოხევის ვიდეო Facebook-ზე დადო, მოგვიანებით კი წაშალა. ვაკის პარკის ადმინისტრაციამ უკრაინის დროშა უკან დააბრუნა.


close დახურვა