logo
ENG



ერდოღანი 51.96%, ქილიჩდაროღლუ 42,19% - დათვლილია ხმების ნახევარზე მეტი

14 მაი 202321:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/14/7irofgjxtkymo7m.jpg

ხმების 52.57%-ის დათვლის შედეგად, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, 51.96%-ით, ოპოზიციონერ ლიდერს ქემალ ქილიჩდაროღლუს 42.19% აქვს.

თუ საბოლოო შედეგებით რომელიმე კანდიდატი 50%-ს ვერ გადასცდება, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

დღეს, 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.


close დახურვა