logo
ENG



თურქეთში, სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება - დათვლილია ხმების 95%-ზე მეტი

15 მაი 202302:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/15/qf82ky4cz8gysva.png

წინასწარი შედეგებით, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დათვლილია ხმების 95.45%. მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49.50% აქვს, ოპოზიციონერ ქემალ ქილიჩდაროღლუს 44.79%. არსებული მაჩვენებლით, 50%-ს ვერც ერთი კანდიდატი ლახავს, შესაბამისად, მეორე ტური გაიმართება. 

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგს, აქ ერდოღანის საპარლამენტო კოალიცია ლიდერობს - 49.62%-ით, ოპოზიციურ კოალიციას კი 35% აქვს. დათვლილია ხმების 93.86%.

14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.


close დახურვა