შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში კაცის მკვლელობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს. 1984 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი - 1991 წელს დაბადებულ თ.მ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.
"პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ყ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.