logo
ENG



90 ინფიცირებული, აქედან 16 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ქვეყანაში

28 მარ 202019:57
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე განახლდა.

90 ინფიცირებული, აქედან 16 გამოჯანმრთელებული - ასეთია ამ დროისათვის კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ქვეყანაში. ბოლო მონაცემებით, 276 ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და 4534 კარანტინში იმყოფება.

ინფექცია დღის განმავლობაში 3 მოქალაქეს დაუდასტურდა. ორ შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია. სპეციალისტები უკვე შიდა გადაცემაზე საუბრობენ.  

კრიტიკულად მძიმე რჩება საავადმყოფოებში მყოფი რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის მდომარეობა, ყველა მათგანს პნევმონია აღენიშნება, ზოგიერთი კი მართვით სუნთქვაზეა.

ვირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, კვლავ დაფიქსირდა თვითიზოლაციისა და საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის ფაქტები. სამართალდამცველებმა 3-ათასლარიანი ფულადი სანქცია დღეს 7 მოქალაქის მიმართ გამოიყენეს. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის 600 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა, 105 ათასზე მეტი ადამიანი, აშშ-შია.


close დახურვა