logo
ENG



კახეთში უზბეკეთის მოქალაქე ქალის ცხედარი იპოვეს

23 მაი 202322:00
3 წუთის საკითხავი
clock 4978
კახეთში უზბეკეთის მოქალაქე ქალის ცხედარი იპოვეს

ფორმულას ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მიმდებარედ, ივრის ჰესში უზბეკეთის მოქალაქე ქალის ცხედარი იპოვეს. ის, სავარაუდოდ, მოკლეს.

მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, თანხა გახდა. ფორმულას წყარო უყვება, რომ 55 წლამდე ქალს სიმსივნე დაუდგინდა და მკურნალობისთვის დანაზოგი ჰქონდა, რა დროსაც მისმა მეგობარმა კაცმა თანხა ჯერ წაართვა, შემდეგ ქალი მოკლა და მდინარეში გადააგდო. კაცი ახმეტაში ცხოვრობს.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ დააკავა, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


close დახურვა