logo
ENG



საგამოძიებო: გამოვლენილია 17 აფთიაქი, სადაც მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდდნენ

25 მაი 202311:01
3 წუთის საკითხავი
clock 433
2023/05/25/p0lohgjkr5xfq9w.jpg

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოავლინეს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები.

უწყების ცნობით, 17 აფთიაქს არ გააჩნდა საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები და ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდდნენ.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტების გამოვლენის მიზნით. მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სს კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა