logo
ENG



შსს: ფოთის პორტში 80კგ ჰეროინი ამოიღეს, დაკავებულია ერთი ადამიანი

25 მაი 202311:45
3 წუთის საკითხავი
clock 1839
2023/05/25/8ud51h52ajvrb32.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღეს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ფოთის პორტში გამოავლინეს რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან - 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა", - აცხადებენ სამინისტროში.


close დახურვა