logo
ENG



რუსეთმა დნეპრში კლინიკა დაბომბა, დაღუპულია 2, დაშავებულია 23 ადამიანი

26 მაი 202317:55
3 წუთის საკითხავი
clock 481

დნეპრის ცენტრში რუსეთის მიერ სამედიცინო კლინიკის სარაკეტო დაბომბვის დროს სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. 21 დაშავებული კლინიკაში იმყოფება, 3 მძიმე მდგომარეობაშია.

დაჭრილებს შორის არიან 3 და 6 წლის ბიჭები, თქვა დნეპრის გუბერნატორმა.

ბოლო პერიოდში უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიში გახშირდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანგრეული კლინიკის ვიდეო გამოაქვეყნა.

"რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სტატუსს, რომ ყველაფერი ჰუმანურის წინააღმდეგ მებრძოლები არიან", - თქვა მან.


close დახურვა