logo
ENG



ბელარუსი ოპოზიციონერის ცნობით, ლუკაშენკო ჰოსპიტალიზებულია

28 მაი 202313:25
3 წუთის საკითხავი
clock 537

ბელარუსი ოპოზიციონერის, ვალერი ცეპკალოს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო ჰოსპიტალიზებულია - მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტი კლინიკაში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მოათავსეს და ახლა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

ცეპკალო წერს, რომ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა მისი თქმით, ექიმები ლუკაშენკოს მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ ის ტრანსპორტირებას არ ექვემდებარება. აქვე, ის აღნიშნავს, რომ ლუკაშენკოს გადასარჩენად ორგანიზებული ღონისძიებები მიზნად ისახავდა მის მოწამვლაში კრემლის შესაძლო მონაწილეობის შესახებ სპეკულაციის თავიდან არიდებას.

ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელდა - მედიები წერდნენ, რომ 9 მაისს მოსკოვში გამართული ღონისძიების შემდეგ, ლუკაშენკო გარკვეული პერიოდი საჯაროდ არ ჩნდებოდა, როგორც მან მოგვიანებით თქვა, ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.


close დახურვა