logo
ENG



წინასწარი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერდოღანი ლიდერობს

28 მაი 202320:07
3 წუთის საკითხავი
clock 841
2023/05/28/ekve4nsr9bzsy87.jpg

წინასწარი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 87.55%, ორ კანდიდატს შორის სხვაობა კი მცირეა - ერდოღანი 52.72%, ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ - 47.28%.

არჩევნების პირველ ტურში ერდოღანმა 49,52% მიიღო, ქილიჩდაროღლუმ - 44,88%. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 88,8% შეადგინა. 

თურქეთში წინაასაარჩევნო კამპანია დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გააკრიტიკა თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ბრალდებების გამო და განაცხადა, რომ მისი მეტოქე მითითებებს ბაიდენისგან იღებს, ვისი მიზანიც "ერდოღანის ჩამოგდებაა".

11 მაისს ქემელ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი იმ ვიდეოზე, რომელიც არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციას ემსახურება.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით შეუძლებელია, კითხვები არსებობდეს და "ყველა, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს მატყუარაა".

ერდოღანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა სოფლის მეურნეობის, თავდაცვის ინდუსტრიასა და ტურიზმში.

ერდოღანმა ქილიჩდაროღლუს შესახებ თქვა, რომ ის მითითებებს ამერიკისგან იღებს - მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ბაიდენმა "ერდოღანის ჩამოგდების" განკარგულება გასცა

 

 

close დახურვა