logo
ENG



ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა

01 ივნ 202312:16
3 წუთის საკითხავი
clock 432
2023/06/01/fn5vgeakp9m3xg1.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩავიდა.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება. სამიტზე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. 

პრემიერმინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, სამიტის ფარგლებში ის ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.

"ეს არის რიგით მეორე სამიტი, რომელიც იმართება მოლდოვაში, მე ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები, რომელშიც მივიღებთ მონაწილეობას, მთავარი თემა იქნება ომი, უსაფრთხოების საკითხები მსოფლიოში. მე მექნება საუბარი ჩვენს გამოწვევებზე, ჩვენს უსაფრთხოებაზე და გვექნება ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე საუბარი და დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო არის მზად მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს სტატუსს, ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. რა თქმა უნდა, კიდევ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი პოზიცია დავაფიქსირო: რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ჩვენი სურვილია, ეს ომი მალე დასრულდეს და მშვიდობამ დაისადგუროს უკრაინაში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ დიდი სურვილი და ოცნებაა, ჩვენს ქვეყანაში მოხდეს დეოკუპაცია, ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა სამიტზე ჩასვლისას.


close დახურვა