logo
ENG



პაპუაშვილი გვარამიაზე: თითქოს პრეზიდენტი შეწყალებისთვის მომენტს ელოდება, არ მგონია სწორი

01 ივნ 202312:36
3 წუთის საკითხავი
clock 790
პაპუაშვილი გვარამიაზე: თითქოს პრეზიდენტი შეწყალებისთვის მომენტს ელოდება, არ მგონია სწორი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აზრით, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით არ არის სწორი მიდგომა.

პაპუაშვილის თქმით, "ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის ვაჭრობის ობიექტი."

"მოვისმინეთ გუშინ კომენტარები, თითქოს პრეზიდენტი ელოდება ხელსაყრელ მომენტს, როდესაც ის შეწყალებით უფრო მეტს გამოივაჭრებს საქართველოსთვის. ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ არის ვაჭრობის ობიექტი. გუშინ რამდენიმე დეპუტატმა ოპოზიციიდან გააკეთა ასეთი სახის კომენტარი . რა გამოდის? ტყვეებით ვაჭრობაა თუ რა არის, როდესაც ადამიანის თავისუფლებაა ერთ მხარეს და მეორე მხარეს, რაც არ უნდა მიზანს ემსახურებოდეს , ხელსაყრელი მომენტის მოძებნა, რომ შევიწყალო, არ მგონია იყოს სწორი მიდგომა და არ მგონია პრეზიდენტი ასე უყურებდეს ამ საკითხს. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში მას გადაწყვეტილი აქვს შეწყალება, მაგრამ ის ეგუება იმას, რომ ადამიანი, რომელზეც გადაწყვეტილება აქვს მიღებული შეწყალების, იყოს თავისუფლების აღკვეთის ადგილას და ეძებს ხელსაყრელ მომენტს, რომელიც შეიძლება ან დადგეს, ან არ დადგეს ან როდის დადგეს, არავინ არ იცის. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ასე არ უყურებს ადამიანებს და ინდივიდებს და მათი ციხეში ყოფნა არ ყოფნის საკითხს, რომ ადამიანის თავისუფლება იცვლებოდეს რაც არ უნდა მიზანზე იყოს."- ამბობს შალვა პაპუაშვილი. 


close დახურვა