logo
ENG



ვოლსკი ზელენსკიზე: უნამუსოდ უსამართლო დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ

01 ივნ 202317:05
3 წუთის საკითხავი
clock 912

ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "არასწორი" და "უნამუსოდ უსამართლო" დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ.

ვოლსკი ამით გამოეხმაურა ზელენსკის განცხადებას, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოსა და ბელარუსზე ერთ კონტექსტში ისაუბრა.

"მონობა რაში დაინახა, რას გულისხმობს? რა ვიცი? არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელიც მიმართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს. ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში"- თქვა ვოლსკიმ. 

მოლდოვაში მიმდინარე სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა:

"ჩვენ გვჭირდება უბრალოდ მშვიდობა და სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურთ რომ რუსეთი შეიჭრას მათ ტერიტორიაზე, უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი. მხოლოდ და მხოლოდ 2 ალტერნატივა არსებობს. პირველი: ან უნდა გაიხსნას საომარი მოქმედებები ან უნდა დაიწყოს მცოცავი ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ რაც ხდება ბელარუსში. ეს ძალიან პრობლემატურია. ჩვენ ვხედავთ რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ სტრესში არიან, როგორ ხდება მათი ჩათრევა ამ განუკითხაობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი".


close დახურვა