logo
ENG



პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მამა დააკავეს

01 ივნ 202322:10
3 წუთის საკითხავი
clock 2965
2023/06/01/b2ts0ealyc9dz9u.jpg

პარლამენტთან კარვის გაშლის დროს ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი დააკავეს.

ის უკვე რამდენიმე დღეა, პარლამენტის უკანა მხარეს კარვის გაშლას ცდილობს, თუმცა პოლიცია ამის საშუალებს არ აძლევს.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


close დახურვა