logo
ENG



რუსი ანტიპუტინისტი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

02 ივნ 202300:10
3 წუთის საკითხავი
clock 1325
2023/06/02/8rdg6cc104lazsf.jpg

რუსი ანტიპუტინისტი ჟურნალისტი, მწერალი და სატირიკოსი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს.

ამის შესახებ გამოცემა NEWSGEORGIA-ს შენდეროვიჩის პროდიუსერმა განუცხადა.

შენდეროვიჩი თბილისში თელ-ავივიდან ისრაელის პასპორტით მოემგზავრებოდა და ის საქართველოდან უკან ახსნა-განმარტების გარეშე დააბრუნეს.

"უარი მითხრეს შემოსვლაზე ახსნა-განმარტების გარეშე" - წერია შენდეროვიჩის მესიჯში, რომელსაც NEWSGEORGIA ავრცელებს.

წყარო: NEWSGEORGIA

2 ივნისს თბილისში დაგეგმილი იყო მისი პროგრამა "ერთი შენდეროვიჩის თეატრი", ხოლო 4 ივნისს მას ბათუმში მონაწილეობა უნდა მიეღო კონცერტში სახელწოდებით "მესიჯები და დიალოგები".

ვიქტორ შენდეროვიჩი რუსეთში ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იმ მწვავედ აკრიტიკებს კრემლის ქმედებებს და ომს ეწინააღმდეგება.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შენდეროვიჩი "უცხოელი აგენტების" სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც ვიქტორ შენდეროვიჩმა რუსეთი დატოვა.


close დახურვა