logo
ENG



გერმანიაში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - მას 18 წელი ეძებდნენ

02 ივნ 202310:23
3 წუთის საკითხავი
clock 1776

გერმანიაში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ.

52 წლის კაცი, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული, დორტმუნდის აეროპორტში აიყვანეს, სადაც ის ქუთაისიდან ჩავიდა.

საქართველოს მოქალაქეს 2005 წელს ქალაქ გრაცში მომხდარ მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, მან 19 წლის ახალგაზრდა დანით მოკლა და ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებამ მისი ვინაობა თითის ანაბეჭდებით დაადგინა. მაშინ, გერმანული პოლიცია ვარაუდობდა, რომ სისხლიან ანგარიშსწორებას წინ 2 000 ევროს ქურდობასთან დაკავშირებით შელაპარაკება უძღოდა.


close დახურვა