logo
ENG



წალენჯიხაში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

07 ივნ 202317:14
3 წუთის საკითხავი
clock 997
წალენჯიხაში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს

წალენჯიხაში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს წალენჯიხის ცენტრში, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, სკანდირებდნენ - "ქურდებს სიცოცხლე" პოლიციამ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდები პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციის მხრიდან მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების მცდელობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფორმულას ინფორმაციით, ახალგაზრდები ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციის სამმართველოს უფროსს და კიდევ რამდენიმე პოლიციელს.

როგორც ცნობილია, დაკავებულები ქობულეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.


close დახურვა