logo
ENG



"დაზიანებები მიაყენა, გვამი ნაგვის ურნასთან დატოვა"- ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

08 ივნ 202311:35
3 წუთის საკითხავი
clock 964
2023/06/08/rhc3kjlxj0s9s3v.jpg

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულს დაზარალებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირდება.

პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის 30 სექტემბერს ბრალდებულმა დაზარალებულს სახლში დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.

"სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა.

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა