logo
ENG


დეკანოიძე სანქციების შესაძლო არიდებაზე: მძიმე დარტყმაა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის
  • 383ნახვები

საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ამიტომ კონკრეტული წარმოდგენილი განმარტება, არგუმენტაცია, რა თქმა უნდა, უნდა წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტრომ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რაც დღეს, სამწუხაროდ, კომიტეტის სხდომაზე მე ვერ მოვისმინე.

განაცხადა პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ. 

Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო'ბრაიენის განცხადებით აშშ-მა გამოავლინა 5 ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ სანქციებისთვის თავის არიდების პრობლემას, ერთ-ერთი საქართველოა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა