logo
ENG



შოლცმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რეფორმებისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას

09 ივნ 202320:03
3 წუთის საკითხავი
clock 659

გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერმინისტრს მოუწოდა, რეფორმებისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ოლაფ შოლცმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში გამართულ შეხვედრაზე ურთიერთობების გაღრმავებაზე, უსაფრთხოების საკითხებზე, ევროპულ პოლიტიკასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომზე ისაუბრეს.

"ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, და მოუწოდა საქართველოს მთავრობას რეფორმებისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები მიუთითებს კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას. მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას უახლოეს კვირებში დროულად და მაქსიმალური მონდომებით მიიღოს აუცილებელი ზომები.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.


close დახურვა