logo
ENG



ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაიღუპა 3 ადამიანი

10 ივნ 202310:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/10/oobs9k0o7c11046.jpg

ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესას ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს - მათ ირანული წარმოების Shahed-131/136 გამოიყენეს.

უკრაინის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი გაანადგურა, მათი ნამსხვრევების შედეგად კი სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 26.

სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, ერთ-ერთი დრონის ფრაგმენტი მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, რამაც ცეცხლი გამოიწვია. ხანძარი 50 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა და ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია.


close დახურვა